Sunday, December 25, 2011

იცი?

იცი? რთულია იყო ადამიანი, რთულია უშენოდ ადამიანობა, მაგრამ შენს სიახლოვეს ყოფნა კიდევ უფრო რთული ყოფილა. შენს წინ მდგომი ისეთი უმწეო არსება ვხდები, გაკვირვებული საკუთარ ტავს ვეკითხები ხოლმე "ეს მე ვარ?" მაშინ როცა ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ მინდა რომ შორს იყო, ვერ მხედავდე, რადგან მეშინია გესმის?! მეშინია, რომ მიხვდები თუ როგორი სუსტი ვარ, რა ხდება ჩემში როცა შენი ხმა მესმის. მინდა თვალებში დაუსრულებლად გიყურებდე, ყოველგვარი უაზრო და არაფრის მთქმელი სიტყვების გარეშე, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის... მასწავლე ვიყო გაბედული! გარედან იმ ცივ ქვას ვემსგავსები რომელიც გაუნძრევლად დევს, თუმცა იქ, გულისა და სულის სიღრმეში ჩემში ჩასახლებულ "შენს" ვებრძვი... განშორებაც მიჭირს, დუმილს ფეხის უხმო ნაბიჯები რომ არღვევენ აი ისეთი... შენგან შორს მივდივარ მაგრამ დამიჯერე, ეს სიშორე შენთან კიდევ უფრო მაახლოვებს, კიდევ უფრო ძლიერს მხდის რომ ვიცოცხლო შენით...

No comments:

Post a Comment