Thursday, January 19, 2012

სიყვარულმა დამტოვა.))











ცა გრუბლებით დაფარულიყო,თითქოს ნიშანს ელოდა,რომ ატირებულიყო სამყარო...ტირიფის ქვეშ იდგნენ შეყვარებულები,ნეტავ მართლა შეყვარებულები?. ლამაზი და ნაღვლიანი იყო ქალიშვილი.ვაჟის თვალები კი ცინიკურად იღიმებოდნენ. 
_აღარ გიყვარვარ? ჰკითხა გოგონამ და თავი დახარა. 
ვაჟი დუმდა და ისევ იღიმებოდა. 
_რატომ მაწამებ,გსიამოვნებს? ისევ იკითხა გოგონამ და თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა... 
თითქოს ამას ელოდნენ ღრუბლებიც და გაწვიმდა....ყველაფერი ტიროდა გოგონასთან ერთად,თითქმის მთელი სამყარო ტიროდა.... 
_დავსველდით! თქვა ბიჭმა და გოგონასკენ გაიცია. 
_არ მომეკარო,დაე დავსველდე,დავდნე საერთოდ! 
_მაშ მე წავედი. თქვა ვაჟმა და შეტრიალდა.. 
_ნუთუ მართლა აღარ გიყვარვარ? ისევ ქვითინით წარმოთქვა გოგონამ. 
ვაჟს გაეცინა... 
_არა! თქვა მკაფიოდ და წავიდა... 
დიდხანს იდგა გოგონა იმ ადგილას,სადაც სიყვარულმა დატოვა,ისევ ტიროდა,მთელი სამყაროც გოგონასთან ერთად ტიროდა... დილით კი,დილით, როცა ქვეყანამ ისევ ტირილით გაიგვიძა, გოგონას გაცივებული სხეული იდო ტირიფის ქვეშ,იმ ადგილას სადაც სიყვარულმა დატოვა...მტელი სამყარო დასტიროდა თავზე, მთელი სამყარო სიყვარულის გარდა.......
 

No comments:

Post a Comment