Wednesday, January 4, 2012

*****


ადამიანი შეიძლება ცოცხლობდე, მაგრამ ამ სიცოცხლეს სიცოცხლე არ ერქვას....
ადამიანი შეიძლებდა შრომობდეს, მაგრამ ამ შრომას შრომა არ ერქვას....
რადგან მიზანი რისთვისაც ცოცხლობ, რისთვისაც შრომობ, უბრალოდ არ არსებობდეს....
როდესაც გიყვარს, როდესაც ნატრობ, როდესაც მის ლამაზ თვალებში ხარობ, მაშინ ფასდება შრომაც, სიცოცხლეც, როცა ეს ყველაფერი გულიდან ხარობს...
მაშინ იღიმი, მაშინ იცინი, მაშინ გგონია ცხოვრება სანდო აი აქ ვუშვებ მე დიდ შეცდომას, როცა ცხოვრებას ვუწოდებ სანდოს, ნუთუ ცხოვრება მოღალატეა?!
ნუთუ ცხოვრებამ გამწირა მარტო?! ნუთუ ცხოვრების ამ მოკლე გზაზე მარტო მე დავრჩი საბედისწეროდ, ერთმა შეცდომამ, ერთმა გატყდომამ , ერთი რაღაცის სიცრუით მალვამ,
გამოიწვია ნდობათა კარგვა და დააყენა ცრემლის გუბენი, და თუ ცხოვრებამ ეს მე მარგუნა თავს მე არ დავხრი, არ ავტირდები... რადგან მე შენ მიყვარხარ და შენ მჭირდები ამ ლამაზ სიტყვებს მე ვისმენ შენგან და ამ ლამაზ სიტყვებს მოგიძღვნი ლექსად.....

იცი რომ მიყვარხარ?
იცი, მაგრამ ის არ იცი როგორ მიყვარხარ,
იცი რომ, მენატრები?
იცი მაგრამ ის არ იცი რამხელაზე მენატრები,
იცი რომ მჭირდები?
იცი მაგრამ ის არ იცი როგორ მჭირდები,
მე შენ მედარდები,
შენზე მაქვს დარდები..
მუდამ მეყვარები,
გულით მენატრები...

No comments:

Post a Comment