Thursday, January 19, 2012

სიყვარულმა დამტოვა.))











ცა გრუბლებით დაფარულიყო,თითქოს ნიშანს ელოდა,რომ ატირებულიყო სამყარო...ტირიფის ქვეშ იდგნენ შეყვარებულები,ნეტავ მართლა შეყვარებულები?. ლამაზი და ნაღვლიანი იყო ქალიშვილი.ვაჟის თვალები კი ცინიკურად იღიმებოდნენ. 
_აღარ გიყვარვარ? ჰკითხა გოგონამ და თავი დახარა. 
ვაჟი დუმდა და ისევ იღიმებოდა. 
_რატომ მაწამებ,გსიამოვნებს? ისევ იკითხა გოგონამ და თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა... 
თითქოს ამას ელოდნენ ღრუბლებიც და გაწვიმდა....ყველაფერი ტიროდა გოგონასთან ერთად,თითქმის მთელი სამყარო ტიროდა.... 
_დავსველდით! თქვა ბიჭმა და გოგონასკენ გაიცია. 
_არ მომეკარო,დაე დავსველდე,დავდნე საერთოდ! 
_მაშ მე წავედი. თქვა ვაჟმა და შეტრიალდა.. 
_ნუთუ მართლა აღარ გიყვარვარ? ისევ ქვითინით წარმოთქვა გოგონამ. 
ვაჟს გაეცინა... 
_არა! თქვა მკაფიოდ და წავიდა... 
დიდხანს იდგა გოგონა იმ ადგილას,სადაც სიყვარულმა დატოვა,ისევ ტიროდა,მთელი სამყაროც გოგონასთან ერთად ტიროდა... დილით კი,დილით, როცა ქვეყანამ ისევ ტირილით გაიგვიძა, გოგონას გაცივებული სხეული იდო ტირიფის ქვეშ,იმ ადგილას სადაც სიყვარულმა დატოვა...მტელი სამყარო დასტიროდა თავზე, მთელი სამყარო სიყვარულის გარდა.......
 

Monday, January 16, 2012

Mxoloddd Seentvis

მიყვარს...
და არ ვფიქრობ აი მიზეზებზე, რის გამოც მიყვარს...
უბრალოდ მსიამოვნებს მისი:
ღიმილი...ხმა, ხმის ტემბრი. რაღაცნაირად განსხვავებული.
თვალების ლამაზი გამოხედვა. მის ყოველ გამოხედვაში იმდენი სითბოა, იმდენი ეშმაკობა, იმდენი სიხარული, იმდენი რამ...
სიგარეტის მოწევის საყვარელი მანერა...
დაუსრულებელი ხუმრობა. ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს იღლება ხუმრობისგან...
უსაზღვროდ სევდიანი თვალები. ამ ხუმრობის მიუხედავად მე მის თვალებში სევდას ვხედავ.
თუმცა ამ ჩამონათვალის მიუხედავად ვიტყოდი, რომ მიზეზი არ მაქვს.
უბრალოდ მიყვარს და that's it.
არანაირი მიზეზები და ჩარჩოები.
ასეთი გამონათქვამი არსებობს: "თუ იცი რატომ გიყვარს, მაშინ შენ ის არ გიყვარს".
ხოდა ნამდვილად ვეთანხმები.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს და მორჩა.
"იმიტომ შემიყვარდა, რომ ეს მომეწონა და ის მომეწონა"-ის დრო კარგა ხანია წავიდა.
ისეთი ადამიანი შემყვარებია, რომელსაც ადრე საერთოდ არც კი მივესალმებოდი.
ასე რომ love each other and be happy.


**მიჭირს ჩასუნთქვა,რადგან ჰაერში შენს ნაკლებობას განვიცდი . . . და თავს ვინუგეშებ, რომ მოხვალ  . . .  გახსოვს?! დამპირდი,როდესაც მზე ჩაქრება, ერთად ავანთებთო  . . .  ზამთრის ცივ ღამეებში,ჩვენს სიყვარულს მოგაფერებ))
* ოცნება ამაღელვებელია,ოცნება უსასრულოა,ოცნება საზღვრებს სცდება,ჩემი ოცნება ჩემთვისაც მიუწვდომელია...
** იმდენი ვიოცნებე,რომ,თუ შეიძლება ასე ითქვას ოცნება გავცვითე,კიდეც!!!
** სანაგვეზე მიყრილ ოცნებებს შიშველი ხელებით ავკრეფ და გულში ჩავიკრავ...
** ძალიან მიყვარხარ მხოლოდ იმისთვის,რომ არსებობ მხოლოდ იმისთვის,რომ დილით გაღვიძებულს შენზე ფიქრი შემიძლია
მხოლოდ იმისთვის,რომ ღამე მესიზმრები მიყვარხარ შენი სიყვარულისთვის...
** ის თვალები მიყვარს,მზერას რომ მაყოლებს მე ის სუნთქვა მიყვარს,გულს რომამიჩქარებს მე ის ბაგე მიყვარს,გრძნობით რომ ბუტბუტებს და ის გული მიყვარს,მისად რომ მიგულებს...)))
** შენ თუ დაკავებული ხარ და არ გახსოვარ გაგიგებ თუ დრო არ გაქვს ჩემს სანახავად გაგიგებ და მე რომ შენს მიმართ გრძნობები აღარ მექნება შენ უნდა გამიგო!!
** მე სუნთქვას ვითვლი სამამდე რვამდე მინდა,რომ მწამდე,მინდა,რომ მყავდე სადამდე? ცამდე ♥
** ცრემლები ის სიტყვებია,რომლის წარმოთქმაც გულს არ შეუძლია ის არაფერი არ ღირს,მაგრამ ბევრს ნიშნავს)))
** მე შენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა მე შენთან ერთად დაბერება და ლამაზი სიკვდილი მინდა მე შენთან ერთად მთვარეზე ჯდომა და მზის ამოსვლა მინდა,მე მხოლოდ შენი თვალებით ნათქვამი სიტყვები მინდა...
** თუ თქვენს ბედნიერებას ჯერაც რ მოუღწევია თქვენამდე,ეს იმას ნიშნავს,რომ ის ძალიან დიდია და ნელი ნაბიჯებით მოდის))
** სიყვარულის არითმეტიკაში ერთს მიმატებული ერთი ყველაფერს უდრის,ორს გამოკლებული ერთი კი არაფერს...
** მიყვარხარ! არა რაიმეს გამო,არამედ ყველაფრის მიუხედავად...
** ცხოვრებიდან მისი გამორიცხვა ეს იგივეა სამყარო მზის სინათლის გარეშე დარჩეს...
** ქრება სანთელი რომელიც ჩვენ დავანთეთ და ჩადის მზე რომელიც ჩვენ დავხატეთ,ამოვიდა მთვარე რომელიც ჩვენ დავქარგეთ და ჩვენ კი მაინც ბოლოს ერთმანეთი დავკარგეთ...
** სიყვარული ვარსკვლავია,რითაც არკვევს ზღვაოსანი,ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი ))
** ამერია აზრები ამერია განცდები და შენ?! შენ? შენ ვერაფერს ვერ ხვდები!: ) 

Wednesday, January 11, 2012

მიყვარხარ გადაუყვარებლაად :*

ეს სურათი ძალიან მიყვარს ისე ძალიან როგორც შენ მიყვარხარ **)) მე შენ მიყვარხარ ყველაზე ძალიან **) უსაზღვროდ.... ყველაფერს დავთმობდი ოღონდ მე და შენ ერთად ვყოფილიყავით... გუშინ წყვილები ვნახე იცი როგორ შემშურდა.. ნახევარი საათი დებილივით ვიდექი და ვუყურებდი**))  ის ქუჩა სადაც პირველად გნახე როგორ მიყვარს.. სკოლაში როცა მივდივარ იმ ქუჩაზე გავდივარ ხოლმეე.. სულ იმ ადგილს ვუყურეებ ხოლმეე.. და ერთხელ ცრემლიიც კი წამომივიდა სრულიად უნებლიედ მაშინ ის სიხარულის ცრემლი იყო... )) და არა ტკივილის ისეთი ტკივილის როგორც ახლა მტკივა.. იცი როგორ მტკივა?? ვერც კი წარმოიდგენ .. უფრო სწორად არც კი შეგიძლია წარმოიდგინო შენ ხომ ასე არ გტკივა... დღეს 11 იანვარიია გუშინ მთელი ღამე შენზე ვლაპრაკოობდი ჩემს მამიდაშვილთან ვიყავიი ... შენ დამესიიზმრე.. მეგონა ერთად ვიყავით ისევ.. ისევ იმ თბილ სიტყვებს მეუბნებოდი რასაც ადრე... ისეევ მეხუტებოოოდიი.. თუმცა მე ხომ მარტო მეგონა.... :*** მიყვარხარ გადაუყვარებლაად :**

Thursday, January 5, 2012

მაინც..((



მიყვარხარ, უკვე მერანდენედ ვიმეორებ ამ სიტყვას, იმ იმედით რომ ერთ დღესაც გაიგებ, გაიგებ თუ როგორ მტკივა ეს სიყვარულით სავსე გული, მოხვალ და ჩამეხუტები, ჩამიკრავ გულში და მაგრძნობინებ რომ ისევ გიყვარვარ. ნუთუ ასე მალე დამივიწყე? ასე მალე ამომშალე შენი გულიდან, შენ ხომ ასე ძლიერ გიყვარდი? არ მჯერა რომ შენი ყველა სიტყვა მხოლოდ მორიგი ტყუილი იყო, მაშინ რატომ გიბრწყინავდა თვალები როცა მხედავდი, რატომ მპირდებოდი სამუდამო სიყვარულს. იცი, ვოცნებობდი რომ ოდესმე ჩემ თითზე შენ ბეჭედს დავინახავდი,ვოცნებობდი ერთ დღესაც დილით შენი კოცნა გამაღვიძებდა ,შენ ხომ მპირდებოდი რომ სწორედ ასე იქნებოდა,მპირდებოდი რომ გაჭირვებაში ჩემ გვერდით იქნებოდი,ჩამეხუტებოდი და ცრემლებს კოცნით ამომიშრობდი, მაშინ სად ხარ ეხლა როცა გელოდები, როცა ჩემ თვალებს ცრემლი არ აშრება, უბრალოდ გაქრი მე კიდევ გელოდები,გელოდები რომ ერთ დღესაც კარებთან მოვალ და იქ შენ იდგები. მე ხომ შენით ვცოცხლობ, ყოველ ჩემს ამოსუნთქვაში შენი სიყვარული იგრძნობა,ეს გული ხომ მხოლოდ შენთვის ფეთქავს. ფეთქავს, მაგრამ უკვე გაჩერება უნდა. ძნელია იცოცხლო როცა ცხოვრებას შავი ფერებით უყურებ, როცა მასში ერთ ნათელ ფერსაც კი ვერ ამჩნევ, რაც თუნდაც მხოლოდ ერთი წამით გაგახარებს, სტიმულს მაინც მოგცემს რომ სიცოცხლე გააგრძელო, მაგრამ ეს ფერები არსად ჩანს მხოლოდ შენი სახეა და ირგვლივ სიბნელე, სიბნელე რომელშიც ვიკარგები და უკან ვეღარ ვბრუნდები. ვცდილობ დავინახო მომავალი, მაგრამ ვერ ვხედავ სიბნელე მიშლის. ვხედავ მხოლოდ იმ წარსულს სადაც შენ ჩემთან ხარ, ვცდილობ ვიცხოვრო ოღონდ არა მომავლით, არამედ წარსულით, ის ხომ ასე ტკბილია. ეკლესიაში მივდიოდი, ხატის წინ სანთლით ხელში ვიჩოქებდი და ღმერთს შებრალებას ვთხოვდი, გულით ვევედრებოდი შენი თავი არ წაერთმია, მაგრამ მანაც კი დამივიწყა, დამივიწყა ისე როგორც შენ, უბრალოდ მიმატოვა. მე ხომ შენ გამო სიცოცხლეს დავთმობდი, მე ხომ შენსავით არავინ მიყვარდა და მიყვარს, ნუთუ სიყვარული შენთვის არაფერს ნიშნავს. იცი როდის მაპატიებ, როცა წითელი ვარდებით ხელში ჩემ საფლავთან თვალცრემლიანი დაიჩოქებ მაშინ მეტყვი სიტყვას "გაპატიე,დამიბრუნდი", მაგრამ უკვე გვიანი იქნება. მენატრები და ეს მონატრება მკლავს, შიგნიდან მანადგურებს, გულს მიკლავს და ნაფლეთებად აქცევს. და აბა რაღაა ადამიანი თუ მას გული არ აქვს? ვთქვი ძლიერი ვიქნები მეთქი,მაგრამ არ გამომდის ამ სიყვარულმა დამასუსტა, არარაობად მაქცია, ნეტა ოდესმე თუ ვიქნები ისეთი როგორიც ადრე ვიყავი, თუ გავიცინებ არა მხოლოდ ძალით იმიტომ, რომ სხვამ ეს ტკვილი არ შემამჩნიოს,არამედ იმიტომ რომ გულს უხარია :( შენ მანადგურებ, შიგნიდან მკლავ, შენი სიყვარული მკლავს, უმოწყალოდ მკლავს და არც მიბრალებს ისევე როგორც არ შემიბრალა არავინ. მახსენდება შენი თვალები, შენი ნათქვამი "მიყვარხარ", ის წუთები,წამები როცა ჩემ გვერდზე იყავი. მახსოვს შენი გულის ცემა,როგორ მიყვარდა მისი მოსმენა. ცხოვრება? ამას ცხოვრება არ ქვია, ეს მხოლოდ არსებობაა ,მე მხოლოდ ვარსებობ არ ვცხოვრობ და ერთი სული მაქვს ეს არსებობაც ოდესმე დამთავრდეს, თუ შენ არ დამიბრუნდები :( შენზე ვილოცებ და სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენ სახელს იტყვის. მარტო იმას გთხოვ დამიბრუნდი,თუნდაც მხოლოდ ერთი წამით მაინც ჩამახედე შენს თვალებში და გპირდები ჩემ მთელ სიცოცხლეს შენ დაგითმობ, წაიგე ეს ხომ მაინც შენ გეკუთვნოდა და გეკუთვნის. წერაც ხომ შენმა მონატრებამ დამაწყებინა, იმ იმედით რომ რამეში დამეხმარებოდა. შენ ჩემი ის მოთხრობა ხარ, რომელიც დავწერე და სადღაც დავკარგე,ხოლო მისი პოვნის იმედი დღესაც გულში მაქვს, თუმცა არ ვიცი რატომ. მიყვარხარ ყველაზე მეტად

Wednesday, January 4, 2012







არ დაგვავიწყდეს, რომ გარდა ხორცისა, არსებობს სული... და სულის წარწყმედას უეჭველად თან სდევს ხორცის ხრწნა. 
კაცობრიობას დაღუპვა ემუქრება! - ხალხმა დაკარგა: ზნეობა, გაგება, ადამიანობა. 
ერთადერთი ხსნა მგონია: სიყვარული, დიდი სიყვარული! 
მინდა: ვიარო სიყვარულით! 
დავთვრე სიყვარულში! 
გავხდე სიყვარული! 
ფხიზლად! - ცხოვრება წუთია! 
ადამიანებო! მოგმართავთ ყველას: 
ვიყოთ ერთად! 
გვიყვარდეს ერთმანეთი! 
მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს! - რა არის ამაზე ლამაზი, ამაზე ძვირფასი, ამაზე მშვენიერი?!.. 
აი, სულის დევიზი: სიყვარული შინ და გარეთ! 
სიყვარული წინ და უკან! 
სიყვარული ყველგან და ყველაფერში!.. 
მაშ, ვაფრქვიოთ: 
სითბო, 
სიტკბო, 
სათნოება! 
წინ სიყვარულისაკენ

*****


ადამიანი შეიძლება ცოცხლობდე, მაგრამ ამ სიცოცხლეს სიცოცხლე არ ერქვას....
ადამიანი შეიძლებდა შრომობდეს, მაგრამ ამ შრომას შრომა არ ერქვას....
რადგან მიზანი რისთვისაც ცოცხლობ, რისთვისაც შრომობ, უბრალოდ არ არსებობდეს....
როდესაც გიყვარს, როდესაც ნატრობ, როდესაც მის ლამაზ თვალებში ხარობ, მაშინ ფასდება შრომაც, სიცოცხლეც, როცა ეს ყველაფერი გულიდან ხარობს...
მაშინ იღიმი, მაშინ იცინი, მაშინ გგონია ცხოვრება სანდო აი აქ ვუშვებ მე დიდ შეცდომას, როცა ცხოვრებას ვუწოდებ სანდოს, ნუთუ ცხოვრება მოღალატეა?!
ნუთუ ცხოვრებამ გამწირა მარტო?! ნუთუ ცხოვრების ამ მოკლე გზაზე მარტო მე დავრჩი საბედისწეროდ, ერთმა შეცდომამ, ერთმა გატყდომამ , ერთი რაღაცის სიცრუით მალვამ,
გამოიწვია ნდობათა კარგვა და დააყენა ცრემლის გუბენი, და თუ ცხოვრებამ ეს მე მარგუნა თავს მე არ დავხრი, არ ავტირდები... რადგან მე შენ მიყვარხარ და შენ მჭირდები ამ ლამაზ სიტყვებს მე ვისმენ შენგან და ამ ლამაზ სიტყვებს მოგიძღვნი ლექსად.....

იცი რომ მიყვარხარ?
იცი, მაგრამ ის არ იცი როგორ მიყვარხარ,
იცი რომ, მენატრები?
იცი მაგრამ ის არ იცი რამხელაზე მენატრები,
იცი რომ მჭირდები?
იცი მაგრამ ის არ იცი როგორ მჭირდები,
მე შენ მედარდები,
შენზე მაქვს დარდები..
მუდამ მეყვარები,
გულით მენატრები...

.....

- მეგონა ჩემი იყავი... მე მხოლოდ ამ ფიქრით ვთბებოდი მეგონა ჩემთვის სუნთქავდი მეხომ ამ სუნთქვით ვტკბებოდი მეგონა ჩემი ოცნება ფრთებს შეისხამდა იფრენდა მეგონა შენმე გიყვარდი...მაგრამ მე მხოლოდ მეგონა... !!






- მ ! მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად! სამყაროზე მეტად!სიხარულზე მეტად! ბავშობაზე მეტად! სიგიჟეზე მეტად! ოცნებაზემეტად! უკვდავებაზე მეტად! ბედნიერებაზე მეტად! საკუთარ თავზემეტად! ყველაფერზე მეტად რაც გამაჩნია! ♥♥








თითქოს გუშინ იყო.. რაღაც გვიხაროდა.. წვეთები გვართობდა.. სველითითების ალერსი გვათბობდა... წვიმა თავდებოდა... მზე გულშიგვიკრავდა... ძალიან გვიყვარდა...


 ხომ შეიძლება ყველაფერი უბრალოდ იყოს, უბრალოდ მიყვარდე, უბრალოდ გიყვარდე,უბრალოდ ერთად ვიყოთ...და უბრალოდ არავის აზრი არ გვაინტერესებდეს...

როცა მიხვდები როგორ მიყვარდი ცრემლი წამოგივა..მწარე ცრემლები!მაგრამ გაუშვი წავიდეს ისე როგორც მე წავედი შენი ცხოვრებიდან...!