Sunday, August 11, 2013

:დდ აუუ

რამდენი ხნის შემდეგ ისევ ვწერ ამ ბლოგში. სიმართლე გითხრა პაროლი არ მახსოვდა. არ ვიცი აქ თუ შემოდიხარ და თუ იხსენებ იმ დროს როცა ასე ძალიან მიყვარდი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამას ნახავ მაგრამ მაინც დავწერ. რამდენი ხანი გავიდა რაც ჩვენ დავშორდით.. ჩვენი დაშორება შენი ბრალიც იყო და ჩემიც. მაშნ შენ გადანაშაულებდი მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი.. რა სისულელებს ვამბობდი რომ მახსენდება მრცხვენია, მაგრამ მაინც არ ვნანობ კარგი იყო ბავშობა.. თუმცა ბოლოს ძალიან თავხედურად მომექეცი მაგრამ მიპატიებია. ;) ალბათ ახლა ვინმე გყავს ისეთი ვინც უფრო მეტად გიყვარს ვიდრე მე გიყვარდი... მინდა რომ ბოდიში მოგიხადო იმ უაზრო საქციელისთვის რაც მე ჩავიდინე და არ მოგისამძიმრე მაშნ როცა მითხარი შენგან ეს მეწყინაო მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი და არ ვაღიარებდი ჩემს დანაშაულს მაგრამ ახლა მაინც ვაღიარებ ..ახლა გეტყვი თუნდაც ძალიან გვიან მოგეჩვენოს ,, ვიზიარებ შენს მწუხარებას''  ნეტავ შენ რას შვები როგორ ხარ? ვიცი რომ სკოლა დაამთავრე შენი სურათები ვნახე.. :) შენი სურათები ვნახე ბანკეტზე ყველაზე კარგად შენ იყავი.. იმ წერილებს ვკითხულობდი რომელსაც შენ მწერდი და მეცინებოდა :) ვსოო წავედიი რაღაც ვერ ვარ დღეს... წლების მერე ალბათ ამასაც რომ ვნახავ გამეცინება ;დ ისევე როგორც იმ ძველ სტატიებზე რომელსაც ისე შეყავრებული ვწერდი რომ რავიცი : დდ ხოო ის დამავიწყდა ნეტავ უნივერსიტეტში თუ ჩაააბარე? და სად მოეწყვე..